ვატიკანი: "ვგმობთ მოსაზრებას, რომ ინდივიდებს საკუთარი სქესის არჩევა თავად შეუძლიათ"
ვატიკანი: "ვგმობთ მოსაზრებას, რომ ინდივიდებს საკუთარი სქესის არჩევა თავად შეუძლიათ"
ვატიკანი გენდერის თანამედროვე თეორიას არ იზიარებს. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times აქვეყნებს.

ვატიკანმა 10 ივლისს გამოაქვეყნა ვრცელი დოკუმენტი, სადაც დეტალურადაა განხილული მათი დამოკიდებულება გენდერის თანამედროვე თეორიასთან დაკავშირებით. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ვატიკანი გმობს იმ აზრს, რომ ინდივიდებს საკუთარი სქესის არჩევა თავად შეუძლიათ.

ამასთანავე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დღესდღეობით ცელკეული ინსტიტუტების მიერ გენდერის საკითხების განსაზღვრამ ტრადიციულ ოჯახებს საფრთხე შეუქმნა.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტს რომის პაპი ფრანცისკე ხელს არ აწერს, თუმცა ტექსტში მისი
ციტატები რამდენიმე ადგილასაა ნახსენები.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა