ვატიკანი: "ვგმობთ მოსაზრებას, რომ ინდივიდებს საკუთარი სქესის არჩევა თავად შეუძლიათ" - კვირის პალიტრა

ვატიკანი: "ვგმობთ მოსაზრებას, რომ ინდივიდებს საკუთარი სქესის არჩევა თავად შეუძლიათ"

ვატიკანი გენდერის თანამედროვე თეორიას არ იზიარებს. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times აქვეყნებს.

ვატიკანმა 10 ივლისს გამოაქვეყნა ვრცელი დოკუმენტი, სადაც დეტალურადაა განხილული მათი დამოკიდებულება გენდერის თანამედროვე თეორიასთან დაკავშირებით. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ვატიკანი გმობს იმ აზრს, რომ ინდივიდებს საკუთარი სქესის არჩევა თავად შეუძლიათ.

ამასთანავე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დღესდღეობით ცელკეული ინსტიტუტების მიერ გენდერის საკითხების განსაზღვრამ ტრადიციულ ოჯახებს საფრთხე შეუქმნა.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტს რომის პაპი ფრანცისკე ხელს არ აწერს, თუმცა ტექსტში მისი ციტატები რამდენიმე ადგილასაა ნახსენები.

"ინტერპრესნიუსი"