ვლადიმირ ზელენსკის მოთხოვნით, 13 გუბერნატორი გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

ვლადიმირ ზელენსკის მოთხოვნით, 13 გუბერნატორი გაათავისუფლეს

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ინიციატივით, უკრაინის მთავრობამ თანამდებობიდან 13 გუბერნატორი გაუშვა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას ზელენსკის პრესსპიკერი იულია მენდელი ავრცელებს. მენდელის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ყველა გუბერნატორის მოხსნა მოითხოვა, თუმცა მინისტრთა კაბინეტმა მხოლოდ 13-ის გაშვება დაამტკიცა. ზელენსკის პრესსპიკერი იმედოვნებს, რომ თანამდებობას ყველა გუბერნატორი დატოვებს.

„ჩვენთან ახალი სპეციალისტების ძიების პროცესი გრძელდება, რომლებიც შეძლებენ შესაბამისი ოლქების ხელმძღვანელობას. შერჩევის კრიტერიუმებიც ყველასთვის ცნობილია: წესიერება, პროფესიონალიზმი, კორუფციული კავშირების არ ქონა, სასურველია, რომ ასეთ ადამიანებს ჰქონდეთ იდეები ადგილობრივი გუნდის შესახებ. ჩვენ ამ საქმეში რამდენიმე საერთაშორისო HR კომპანია გვეხმარება“, - წერს იულია მენდელი.

"ინტერპრესნიუსი"