მოსკოვში ალექსეი ნავალნი დააკავეს
მოსკოვში ალექსეი ნავალნი დააკავეს
მოსკოვის ქუჩებში რუსი ჟურნალისტის, ივან გალუნოვის მხარდამჭერი მარში გაიმართა. ასობით ადამიანი მეტროსადგურ "ჩისტიე პრუდისთან" შეიკრიბა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა. მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პოლიციის მოწოდებას არ დაემორჩილნენ, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეთა ნაწილი მსვლელობის დაწყებამდე დააპატიმრეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის 90 ადამიანზე მეტია დაკავებული, მათ შორის არის რუსი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი.

სამართალდამცველებმა ჟურნალისტებიც დააკავეს. აქციის მონაწილეთა განმარტებით, პოლიციის თანამშრომლებმა ძირითადად ის ადამიანები დააპატიმრეს, რომლებსაც ივან გალუნოვის მხარდამჭერი მაისურები ეცვათ.

გამომძიებელი
ჟურნალისტი ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულში იყო ბრალდებული, თუმცა ბრალის დაუმტკიცებლობის გამო მის წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყდა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები