პუტინმა ჟურნალისტ ივან გოლუნოვის დაკავებისთვის ორი გენერალი თანამდებობიდან გაათავისუფლა - კვირის პალიტრა

პუტინმა ჟურნალისტ ივან გოლუნოვის დაკავებისთვის ორი გენერალი თანამდებობიდან გაათავისუფლა

რუსეთის პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკების სამმართველოს უფროსი, იური დევიატკინი და მოსკოვის მთავარი სამმართველოს დასავლეთის ადმინისტრაციული ოლქის სამმართველოს უფროსი ანდრეი პუჩკოვი ჟურნალისტ ივან გოლუნოვის დაკავების სკანდალის შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნულ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული გენერლების გათავისუფლება პუტინს პირადად შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვლადიმირ კოლოკოლცევმა სთხოვა.

ჟურნალისტი ივან გოლუნოვი 6 ივნისს ნარკოტიკების გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს, მაგრამ ბრალი ვერ დაუმტკიცეს და 11 ივნისს გაათავისუფლეს.

საქმეს რუსეთში დიდი რეზონანსი მოჰყვა.

"ინტერპრესნიუსი"