უკრაინის რადას არჩევნებისთვის "ახალი ძალების მოძრაობის" სიას მიხეილ სააკაშვილი უდგას სათავეში, მეორე ნომერი კი დავით საყვარელიძეა - კვირის პალიტრა

უკრაინის რადას არჩევნებისთვის "ახალი ძალების მოძრაობის" სიას მიხეილ სააკაშვილი უდგას სათავეში, მეორე ნომერი კი დავით საყვარელიძეა

მიხეილ სააკაშვილის პარტია "ახალი ძალების მოძრაობა"უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება. საქართველოს ექსპრეზიდენტმა დღეს პარტიის დეპუტატობის კანდიდატთა ათეული დაასახელა. სიას მიხეილ სააკაშვილი უდგას სათავეში. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

სიის მეორე ნომერი უკრაინის გენპროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძეა. მესამეა რადას მე-7 მოწვევის დეპუტატი ოლეს დონი. მეოთხე - ოდესელი მოჭადრაკე ნატალია ჟუკოვა, მეხუთე - ეკონომიკის ექსმინისტრი ვლადიმერ ლანოვოი.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პარტიის ყრილობა, რომელზეც დეპუტატობის კანდიდატთა სია დამტკიცდა, 10 ივნისს გაიმართა.

ჟურნალისტებისთვის დარიგებულ სიაში ასზე მეტი ადამიანია.

პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მიერ მოქალაქეობის აღდგენის შემდეგ უკრაინაში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ის და მისი პარტია მონაწილეობის მიღებას არ აპირებდნენ.

"ინტერპრესნიუსი"