ცნობილი რუსი ჰოკეისტის 15 წლის შვილი დედის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი - კვირის პალიტრა

ცნობილი რუსი ჰოკეისტის 15 წლის შვილი დედის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

ლენინგრადის ოლქში დააკავეს 15 წლის მოზარდი, რომელიც დედის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

45 წლის ქალის ცხედარი სოფელ ნოვაია რომანოვკაში, სახლში იპოვეს. ამასთან, სახლში იმყოფებოდა მძიმედ დაჭრილი 18 წლის ბიჭიც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქმე მკვლელობის მუხლით არის აღძრული.

სამართალდამცავ ორგანოებში ამბობენ, რომ გარდაცვლილი ქალი ცნობილი რუსი ჰოკეისტის, მაქსიმ სოკოლოვის ცოლია.

გამომძიებლებმა მათი შვილი დააკავეს და დაკითხეს. მომხდარის შესახებ საკუთარი ვერსიის შესახებ ბიჭმა გამოძიებას დეტალურად უამბო. ამჟამად დანაშაულის გარემოებები დგინდება და მოგვიანებით, ექსპერტიზა დაინიშნება.

ambebi.ge