მოლდოვაში პაველ ფილიპის მთავრობა გადადგა, პრემიერ მაია სანდუს ახალი კაბინეტი კი დღეს პირველად შეიკრიბა
15-06-2019
მოლდოვაში პაველ ფილიპის მთავრობა გადადგა, პრემიერ მაია სანდუს ახალი კაბინეტი კი დღეს პირველად შეიკრიბა
მოლდოვას პრემიერის მაია სანდუს ახალი კაბინეტი მთავრობის რეზიდენციაში დღეს პირველად შეიკრიბა. ის მინისტრებთან ერთად დაუბრკოლებლად შევიდა შენობაში.

"დემოკრატიული პარტიის" ხელმძღვანელობამ ოლიგარქ პლახოტნიუკის ჩათვლით და მათთან დაკავშირებულმა ბიზნესმენებმა ქვეყანა დატოვეს. პარტიის პრეს-სამსახურში კი აცხადებენ, რომ პლახოტნიუკი ქვეყნიდან რამდენიმე დღით გავიდა ოჯახის მოსანახულებლად.

"დემოკრატიულმა პარტიამ", რომელიც ინერციით აკონტროლებდა მთავრობას თებერვალში ჩატარებული არჩევნების შემდეგ და არ ცნობდა 8 ივნისს ახალი სამთავრობო კოლალიციის შექმნას, ოპოზიციაში გადასვლა გადაწყვიტა. გუშინ გვიან ღამით გადადგა პაველ ფილიპის მთავრობა.
"დემოკრატიულმა პარტიამ" სამთავრობო შენობებთან შეკრებილ თავის მომხრეეებს მოუწოდა დაშლილიყვნენ.

ამ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდა გუშინ "დემოკრატიული პარტიის" ოფისში მოლდავეთში აშშ-ის ელჩის დერეკ ჰოგანის ვიზიტის შემდეგ. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი, მიესალმა ქვეყანაში ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას. რუსეთის ვიცე-პრემიერმა, პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა
მოლდოვის საკითხებში დმიტრი კოზაკმა ასევე განაცხადა, რომ მოლდოვის პოლიტიკური კრიზისის საკითხში მოხერხდა აშშ-ის, ევროკავშირისა და რუსეთის ერთობლივი პოზიციის დაკავება დემოკრატიის მხარდასაჭერად.

ამ ინფორმაციას სააგენტო "ტასს"-ი ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?