იტალიელი რეჟისორი ფრანკო ძეფირელი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

იტალიელი რეჟისორი ფრანკო ძეფირელი გარდაიცვალა

96 წლის ასაკში იტალიელი რეჟისორი ფრანკო ძეფირელი გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რეჟისორის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკანასკნელ პერიოდში მკვეთრად გაუარესდა. ის რომში მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

ძეფირელის ფილმებში ცნობილი მსახიობები ელიზაბეტ ტეილორი, რიჩარდ ბარტონი და სხვები თამაშობდნენ. ის ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარის პრემიაზე. 90-იან წლებში ძეფირელი ორჯერ გახდა იტალიის სენატის დეპუტატი. ის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის პარტიის მიერ იყო წარდგენილი.

"ინტერპრესნიუსი"