"მე თუ მეორე ვადით არ ამირჩევთ, ბაზარი ჩამოიშლება" - კვირის პალიტრა

"მე თუ მეორე ვადით არ ამირჩევთ, ბაზარი ჩამოიშლება"

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, თუკი მას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით არ აირჩევენ, შეერთებულ შტატების ბაზარს კრახი ელოდება. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა "ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

"ტრამპის ეკონომიკა რეკორდებს ხსნის და გააჩნია განვითარების ვრცელი პერსპექტივები. თუმცა, თუკი ვინმე, ჩემს გარდა, 2020 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს (მე ძალიან კარგად ვიცი კონკურენციის შესახებ), მოხდება ბაზრის ჩამოშლა, რომლის მსგავსი მანამდე არაფერი გინახავთ! შეინარჩუნეთ ამერიკის სიდიადე“, - დაწერა დონალდ ტრამპმა.

ამერიკის პრეზიდენტმა 2018 წელს განაცხადა, რომ აპირებს მეორე საპრეზიდენტო ვადით კენჭისყრას.

"ინტერპრესნიუსი"