"დამიჯერეთ, ის უსაფრთხოდ იყო" - რას აცხადებს ვლადიმერ ზელენსკი ანგელა მერკელის მდგომარეობაზე
"დამიჯერეთ, ის უსაფრთხოდ იყო" - რას აცხადებს ვლადიმერ ზელენსკი ანგელა მერკელის მდგომარეობაზე
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც 65 წლისაა, უკრაინის პრეზიდენტთან ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრის დროს, როდესაც ისინი სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებულ ეროვნულ ჰიმნებს უსმენდნენ, თავს ცუდად გრძნობდა. გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ მერკელი შესამჩნევად კანკალებდა.

მედიასაშუალებების ცნობით, მერკელმა თავი უკეთ იგრძნო ჰიმნების დასრულების შემდეგ, რომელიც სტუმარს წითელი ხალიჩით შენობისკენ გაუძღვა და სამხედრო ორკესტრსაც მიესალმა.

მომხდართან დაკავშირებით, ანგელა მერკელმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თავს უკვე კარგად გრძნობს.

„ამის შემდეგ, სამი ჭიქა
წყალი დავლიე. როგორც ჩანს, ძალიან მჭირდებოდა წყლის დალევა. ამიტომ, ახლა კარგად ვგრძნობ თავს“ - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

კომენტარი უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმაც გააკეთა:

"მე მის გვერდით ვიდექი. დამიჯერეთ, ის უსაფრთხოდ იყო" , - განაცხადა ზელენსკიმ. მის ამ განცხადებაზე ანგელა მერკელს გაეცინა.

"ინტერპრესნიუსი"



nin
19 ივნისი 2019 03:41
რა დაალევინეს ასეტი რომ ააკანკალა??
ასეტი რამე გინახავტ??

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?