პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ესკორტი 83 წლის ქალს დაეჯახა - კვირის პალიტრა

პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ესკორტი 83 წლის ქალს დაეჯახა

პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ესკორტი მოხუც ქალს დაეჯახა. BBC-ის ინფორმაციით, 83 წლის ირენის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული, თუმცა სატაბილურია. კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია ლონდონიდან ვინძორისკენ მიემართებოდნენ, როდესაც მათი ესკორტის შემადგენლობაში მყოფი პოლიციის მოტოციკლი ქალს დაეჯახა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

კენსიგტონის სასახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ღრმად შეშფოთებულები და დამწუხრებულები არიან მომხდარით და ქალთან კომუნიკაციაში იქნებიან მის გამოჯანმრთელებამდე.

"ინტერპრესნიუსი"