პარიზში ხანძარს 3 ადამიანი ემსხვერპლა და 27 დაშავდა - კვირის პალიტრა

პარიზში ხანძარს 3 ადამიანი ემსხვერპლა და 27 დაშავდა

დღეს, გამთენიისას პარიზში, ერთ-ერთ შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა. 27 ადამიანი კი მსუბუქად დაშავდა, მათ შორის ერთი მეხანძრეა. ცეცხლს 200 მეხანძრე ებრძოდა. ცეცხლმოდებული შენობიდან მეხანძრეებმა 15 ადამიანი გამოიყვანეს, - იტყობინება "ლე პარიზიენი".

ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"