რუსეთიდან საქართველოსკენ ავიაბილეთების ფასი გაიზარდა? - რას წერს რუსული მედია - კვირის პალიტრა

რუსეთიდან საქართველოსკენ ავიაბილეთების ფასი გაიზარდა? - რას წერს რუსული მედია

ავიაბილეთების ფასი რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით დაახლოებით მესამედით, უფრო ზუსტად 34%-ით გაიზარდა. "РБК"-ს ინფორმაციით, ყველაზე იაფი ბილეთი ამჟამად 7 ათასი რუბლი ღირს, გადაჯდომით - 9,5 ათასი. ფასების ზრდის მიზეზად დასახელებულია ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის გაუარესება და პუტინის მიერ ავიაგადაზიდვების მიმდინარე წლის 8 ივლისიდან აკრძალვა.

პირდაპირი ფრენის ფასი ეხება 8 ივლისამდე პერიოდს. გადაჯდომით 8 ივლისის შემდეგ.

შეკვეთებს ძირითადად იღებენ "თურქეთის ავიახაზები" სტამბოლის გავლით და AძAL-ი ბაქოს გავლით. არის შეკვეთები საქართველოს ავიახაზებშიც, რომლებსაც ჯერ არ გაუუქმებიათ ფრენები, თუმცა, გადაჯდომით საქართველოში ჩამოსვლაზე ყველა ტურისტი არ არის თანახმა.

"ინტერპრესნიუსი"