აშშ და ჩინეთი სავაჭრო მოლაპარაკების განახლებაზე შეთანხმდნენ
29-06-2019
აშშ და ჩინეთი სავაჭრო მოლაპარაკების განახლებაზე შეთანხმდნენ
ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი სავაჭრო მოლაპარაკების განახლებაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულ შეთანხმებას ჩინეთისა და ამერიკის პირველმა პირებმა დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე მიაღწიეს.

თეთრი სახლის ლიდერმა კოლეგასთან მოლაპარაკებას წარმატებული უწოდა.

ვაშინგტონი პეკინს ამ დრომდე ჩინური პროდუქციის იმპორტზე დამატებით 300 მილიარდი დოლარის გადასახადის დაწესებით ემუქრებოდა, თუმცა ოსაკაში გამართული მოლაპარაკების შემდეგ ტრამპმა დაადასტურა, რომ დამატებითი გადასახადების დაწესებას არ გეგმავს და პეკინთან მოლაპარაკების გაგრძელებას აპირებს.

მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანას შორის
სავაჭრო ომი უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობს, რაც ბევრი ქვეყნისთვის დამაზიანებელი აღმოჩნდა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები