"ჩემი სამსახური ჯოჯოხეთია" - კვირის პალიტრა

"ჩემი სამსახური ჯოჯოხეთია"

ჩემი სამსახური აქ ჯოჯოხეთია, - ასე "აფრთხილებს" თავის შესაძლო მემკვიდრეებს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი "ბიბისის" მიერ მომზადებულ სიუჟეტში, რომელიც ევროკავშირისა და სხვა ევროსტრუქტურების ახალი ხელმძღვანელების კანდიდატურებს ეხება.

ევროკავშირის ლიდერები 30 ივნისს სამიტზე შეიკრიბებიან, სადაც შეეცდებიან ევროკავშირისა და ევროკომისიის სტრუქტურების ახალი ხელმძღვანელების კანდიდატურების შეთანხმებას, რაც ვერ მოხერხდა წინა სამიტზე. მოქმედ ხელმძღვანელებს ვადა 31 ოქტომბერს ეწურებათ.

"ინტერპრესნიუსი"