რუსეთში წყალდიდობას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
30-06-2019
რუსეთში წყალდიდობას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, წყალდიდობის შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა, 353 ადამიანი დაშავდა, 97 - ჰოსპიტალიზებულია. დაკარგულია ორი ადამიანი. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

ირკუტსკის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ წყალდიდობასთან დაკავშირებით, ყველაზე რთული ვითარება ტულუნშია. მაშველების ცნობით, სავარაუდოდ, წყლის დონე კიდევ ორი დღის განმავლობაში არ დაიკლებს.

მათივე ცნობით, ტულუნს არ მიეწოდება ელექტროენერგია, შეწყვეტილია წყალმომარაგება და დაკეტილია ფედერალური მნიშვნელობის გზა.

ადგილზე იმყოფებოდა ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელმაც წყალდიდობით დაზარალებულთათვის თანხების ანაზღაურების, ზარალის
დათვლის და საცხოვრებლით უზრუნველყოფის განკარგულება გასცა.

რეგიონში, სადაც წყალდიდობა გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები