152-მგზავრიანი თვითმფრინავი, რომელიც კიოლნიდან თელ-ავივში მიფრინავს, ავარიულად დაშვებისთვის ემზადება - კვირის პალიტრა

152-მგზავრიანი თვითმფრინავი, რომელიც კიოლნიდან თელ-ავივში მიფრინავს, ავარიულად დაშვებისთვის ემზადება

თვითმფრინავი, რომელიც გერმანიის ქალაქ კიოლნიდან გამოფრინდა, თელ-ავივის აეროპორტ ბენ-ჰურიონში ავარიული დაჯდომისთვის ემზადება. თვითმფრინავში 152 მგზავრია.

i24NEWS-ის ინფორმაციით, ვარაუდობენ, რომ მას შასის პრობლემა აქვს, თუმცა დაზიანების თაობაზე ზუსტი მონაცემები ჯერ არ არის.

თვითმფრინავი ბულგარულ კომპანიას Electra Airways-ს ეკუთვნის. აეროპორტში უკვე მობილიზებულია 100-ზე მეტი სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

"ინტერპრესნიუსი"