თელ-ავივში თვითმფრინავი, რომელსაც ტექნიკური პრობლემა შეექმნა, აეროპორტში წარმატებით დაეშვა - კვირის პალიტრა

თელ-ავივში თვითმფრინავი, რომელსაც ტექნიკური პრობლემა შეექმნა, აეროპორტში წარმატებით დაეშვა

ბულგარული კომპანია Electra Airways-ის თვითმფრინავი დაზიანებული შასის მიუხედავად, წარმატებით დაეშვა თელ-ავივის აეროპორტში. მანამდე ისრაელმა ჰაერში აუშვა ორი ავიაგამანადგურებელი "ეფ16", რომლებიც მიუახლოვდნენ თვითმფრინავს, დაათვალიერეს გარედან და წინასწარ დააფიქსირეს გახეთქილი საბურავი მარცხენა უკანა შასიზე.

"თვითმფრინავი გერმანიის ქალაქ კიოლნიდან მოფრინავდა. მასში 152 მგზავრი იჯდა. აეროპორტში წინასწარ მობილიზებული იყო 100-ზე მეტი სასწრაფო დახმარების ბრიგადა, - იტყობინება "რია ნოვოსტი".

152-მგზავრიანი თვითმფრინავი, რომელიც კიოლნიდან თელ-ავივში მიფრინავს, ავარიულად დაშვებისთვის ემზადება

"ინტერპრესნიუსი"