"საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების საკითხი განიხილებოდა, მაგრამ მოცდა მოგვიწევს"
"საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების საკითხი განიხილებოდა, მაგრამ მოცდა მოგვიწევს"
საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების საკითხი განიხილებოდა, პრინციპულად ჩვენ მზად ვიყავით გაუქმებისთვის, მაგრამ არ აეწყო, არ გამოვიდა, მოგვიწევს უკეთეს დრომდე მოცდა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა გაზეთ "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კარასინი შეეხო საქართველოსთვის დაწესებული შეზღუდვების გაუქმების, კერძოდ, პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის წინაპირობებსაც.

"ჩვენ ველოდებით საქართველოში სიტუაციის ნორმალიზაციას, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტას და ჩვენი მოქალაქეებისთვის ნებისმიერი საფრთხის გაქრობას", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?