დუბაის მმართველს ცოლი გაექცა - რა წერს "ბიბისი" პრინცესა ჰაიაზე - კვირის პალიტრა

დუბაის მმართველს ცოლი გაექცა - რა წერს "ბიბისი" პრინცესა ჰაიაზე

დუბაის მმართველის, შეიხ მოჰამედ ალ მაკტუმის ცოლი ქვეყნიდან გაიქცა. BBC-ს ინფორმაციით, პრინცესა ჰაია ბინტ ალ-ჰუსეინი ლონდონში იმალება და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

69 წლის მილიარდერმა შეიხმა მოჰამედმა „ინსტაგრამზე“ ლექსი გააზიარა, სადაც გაურკვეველი ვინაობის ქალს ღალატსა და გაცემაში ადანაშაულებს, თუმცა ყველა ფიქრობს, რომ ადრესატი მისი ცოლია.

45 წლის ჰაია, რომელიც იორდანიაში დაიბადა და განათლება ბრიტანეთში მიიღო, შეიხის მეექვსე ცოლია. ალ მაკტუმს სხვადასხვა მეუღლისგან 23 შვილი ჰყავს.

პრინცესა ჰაია თავდაპირველად გერმანიაში გაიქცა, ახლა კი ლონდონში, კენსინგტონის სასახლის ტერიტორიაზე, 107 მლნ დოლარად ღირებულ სახლში ცხოვრობს და სასამართლო დავისთვის ემზადება.

ყველას აინტერესებს, რამ აიძულა პრინცესა მიეტოვებინა უზრუნველი ცხოვრება დუბაიში და რატომ ფიქრობს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა. ჰაიასთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ ის დაკავშირებულია შეიხა ლატიფას დუბაიში დაბრუნების საქმესთან - ლატიფა ალ-მაკტუმის ერთ-ერთი შვილია. გოგონა ფრანგი მეგობრის დახმარებით გაერთიანებული საემიროებიდან გაიქცა, თუმცა ინდოეთის სანაპიროსთან მის გემს შეიარაღებული პირები დახვდნენ და დუბაიში დააბრუნეს. გაგრძელება

დუბაის მმართველს ცოლი გაექცა - რა წერს "ბიბისი" პრინცესა ჰაიაზე