დუბაის მმართველს ცოლი გაექცა - რა წერს "ბიბისი" პრინცესა ჰაიაზე
03-07-2019
დუბაის მმართველს ცოლი გაექცა - რა წერს "ბიბისი" პრინცესა ჰაიაზე
დუ­ბა­ის მმარ­თვე­ლის, შეიხ მო­ჰა­მედ ალ მა­კტუ­მის ცოლი ქვეყ­ნი­დან გა­იქ­ცა. BBC-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრინ­ცე­სა ჰაია ბინტ ალ-ჰუ­სე­ი­ნი ლონ­დონ­ში იმა­ლე­ბა და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა.

69 წლის მი­ლი­არ­დერ­მა შე­იხ­მა მო­ჰა­მედ­მა „ინ­სტაგ­რამ­ზე“ ლექ­სი გა­ა­ზი­ა­რა, სა­დაც გა­ურ­კვე­ვე­ლი ვი­ნა­ო­ბის ქალს ღა­ლატ­სა და გა­ცე­მა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, თუმ­ცა ყვე­ლა ფიქ­რობს, რომ ად­რე­სა­ტი მისი ცო­ლია.

45 წლის ჰაია, რო­მე­ლიც იორ­და­ნი­ა­ში და­ი­ბა­და და გა­ნათ­ლე­ბა ბრი­ტა­ნეთ­ში მი­ი­ღო, შე­ი­ხის მე­ექ­ვსე ცო­ლია. ალ მა­კტუმს სხვა­დას­ხვა მე­უღ­ლის­გან 23 შვი­ლი ჰყავს.

პრინ­ცე­სა ჰაია თავ­და­პირ­ვე­ლად გერ­მა­ნი­ა­ში გა­იქ­ცა,
ახლა კი ლონ­დონ­ში, კენ­სინგტო­ნის სა­სახ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 107 მლნ დო­ლა­რად ღი­რე­ბულ სახ­ლში ცხოვ­რობს და სა­სა­მარ­თლო და­ვის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს, რამ აი­ძუ­ლა პრინ­ცე­სა მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა უზ­რუნ­ვე­ლი ცხოვ­რე­ბა დუ­ბა­ი­ში და რა­ტომ ფიქ­რობს, რომ მისი სი­ცო­ცხლე საფრ­თხის ქვე­შაა. ჰა­ი­ას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი წყა­რო­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ის და­კავ­ში­რე­ბუ­ლია შე­ი­ხა ლა­ტი­ფას დუ­ბა­ი­ში დაბ­რუ­ნე­ბის საქ­მეს­თან
- ლა­ტი­ფა ალ-მა­კტუ­მის ერთ-ერთი შვი­ლია. გო­გო­ნა ფრან­გი მე­გობ­რის დახ­მა­რე­ბით გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბი­დან გა­იქ­ცა, თუმ­ცა ინ­დო­ე­თის სა­ნა­პი­როს­თან მის გემს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი დახ­ვდნენ და დუ­ბა­ი­ში და­აბ­რუ­ნეს. გაგრძელება

დუბაის მმართველს ცოლი გაექცა - რა წერს "ბიბისი" პრინცესა ჰაიაზე

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები