"ფეისბუქის" ადმინისტრაცია ქსელის შეფერხებას ეხმაურება - კვირის პალიტრა

"ფეისბუქის" ადმინისტრაცია ქსელის შეფერხებას ეხმაურება

"ფეისბუქის" ადმინისტრაცია საიტზე შექმნილ შეფერხებას "ტვიტერზე" ეხმაურება. მათ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პრობლემის სწრაფად მოგვარებაზე მუშაობენ.

"ჩვენთვის ცნობილია, რომ ზოგიერთ მომხარებელს უჭირს სურათების, ვიდეოებისა და სხვა ფაილების ატვირთვა და გაგზავნა ჩვენი აპლიკაციიდან. ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ ამ შეფერხებისთვის და ვმუშაობთ იმისთვის, რომ სწაფად გამოვასწოროთ ეს პრობლემა. #facebookdown" - წერია ინფორმაციაში.

ambebi.ge