ვლადიმერ პუტინმა რომის პაპთან შეხვედრაზე ერთი საათით დააგვიანა - კვირის პალიტრა

ვლადიმერ პუტინმა რომის პაპთან შეხვედრაზე ერთი საათით დააგვიანა

რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, იტალიაში სტუმრად მყოფი რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი მიიღო, რომელმაც პაპთან შეხვედრაზე ერთი საათით დააგვიანა. ეს ფრანცისკესა და პუტინის რიგით მესამე შეხვედრაა. იუწყება "დოიჩე ველე".

კრემლის ლიდერის პონტიფიკოსთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ერთ საათს გაგრძელდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე სირიის, უკრაინისა და ვენესუელას საკითხები განიხილეს. თუმცა, საუბრის დეტალებზე არაფერია ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ წინა შეხვედრაზე, 2015 წელს, პონტიფიკოსმა ვლადიმერ პუტინს დონბასში მშვიდობის დასამყარებლად სერიოზული ზომების გატარებისკენ მოუწოდა.

"ინტერპრესნიუსი"