უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მალაიზიური "ბოინგის" ჩამოგდების საქმეზე რუს გენერალს და კიდევ 3 პირს ბრალი წაუყენა - კვირის პალიტრა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მალაიზიური "ბოინგის" ჩამოგდების საქმეზე რუს გენერალს და კიდევ 3 პირს ბრალი წაუყენა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდების საქმეზე რუს გენერალს და კიდევ 3 პირს ბრალი წაუყენა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

კერძოდ, ბრალი წარედგინათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს გენერალ-მაიორს სერგეი დუბინსკის, ბოევიკების ერთ-ერთ ლიდერს იგორ გირკინს, პოლკოვნიკ ოლეგ პულატოვს და უკრაინის მოქალაქეს ლეონიდ ხარჩენკოს.

მალაიზიური „ბოინგი“ დონეცკის ოლქის თავზე 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს. ბორტზე მყოფი 298-ივე ადამიანი დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"