გავრილოვი: "საქართველოს შეუძლია რუსეთისგან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გამოცდილება გაიზიაროს"
გავრილოვი: "საქართველოს შეუძლია რუსეთისგან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გამოცდილება გაიზიაროს"
საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის ამ ქვეყანას არ აწყენდა რუსეთისგან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გამოცდილება გაეზიარებინა, - მიაჩნია რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, საზოგადოებრივი და რელიგიური გაერთიანებების კომიტეტის თავმჯდომარეს სერგეი გავრილოვს.

მან ეს განცხადება კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე გააკეთა, რომელსაც ასევე ესწრება რუსეთის სახალხო დამცველი ტატიანა მოსკალკოვა.

"სამწუხაროა, რომ საქართველო არ შედის ომბუდსმენების ევრაზიულ ალიანსში, რადგან შიდაპოლიტიკური მდგომარეობისა და საქართველოს იმიჯისთვის, ამ ქვეყნის განვითარების დემოკრატიული მოდელის ჩამოყალიბებისთვის კარგი იქნებოდა გადაეღო ადამიანის უფლებათა
სფეროში საქმიანობის ჩვენი გამოცდილება", - განაცხადა გავრილოვმა კომიტეტის სხდომაზე.

ამ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"

Temuri
25 ივლისი 2019 10:53
მაგარი იუმორის გრძნობა აქვთ დუმაში,საღოლ....
ირაკლი
16 ივლისი 2019 16:23
ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები