ანგელა მერკელი ოფიციალურ შეხვედრაზე კვლავ შეუძლოდ გახდა - კვირის პალიტრა

ანგელა მერკელი ოფიციალურ შეხვედრაზე კვლავ შეუძლოდ გახდა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, ანტი რინესთან შეხვედრის დროს ბერლინში შეუძლოდ გახდა.

მოგვიანებით გერმანიის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კანცლერი თავს კარგად გრძნობს და მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრ რინესან გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

ეს უკვე მესამე მსგავსი შემთხვევაა ბოლო ერთი თვის განმავლობაში. ივნისში მერკელი შეუძლოდ გახდა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას, რამდენიმე დღეში სიტუაცია განმეორდა გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის ოფისში ოფიციალური მიღების დროს.

იხილეთ ვიდეო