აშშ "ფეისბუქს" 5 მილიარდი დოლარით აჯარიმებს
აშშ "ფეისბუქს" 5 მილიარდი დოლარით აჯარიმებს
ამერიკის შეერთებული შტატების მარეგულირებელი ორგანო "ფეისბუქს" 5 მილიარდი დოლარით აჯარიმებს. საქმე ეხება "Cambridge Analytica"-ის სკანდალურ საქმეს.

აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ, რომელიც ამ საქმის გამოძიებას გასული წლის მარტიდან აწარმოებს, დაასკვნა, რომ ლონდონში რეგისტრირებულმა საკონსულტაციო ფირმამ "Cambridge Analytica"-მ ფეისბუქისგან კანონის დარღვევით მიიღო სოციალური ქსელის 87 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები, რომლებიც შემდეგ გამოიყენა თავისი პოლიტიკური კლიენტების ინტერესების შესაბამისად. ამ კვირაში გადაწყვეტილება მოიწონა კომისის ხუთი წევრიდან სამმა.

აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
თავად "ფეისბუქს" და ფედერალურ სავაჭრო კომისიას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. მედია ვარაუდობს, რომ ამ ინფორმაციას ოფიციალურად მომავალ კვირაში გამოაქვეყნებენ. თუ აღნიშნული დადასტურდება, ეს იქნება ყველაზე დიდი ჯარიმა, რომელიც ოდესმე გადაუხდია ტექნოლოგიურ კომპანიას ფედერალური სავაჭრო კომპანიისთვის.

ჯარიმის ამ ოდენობის გაჟონვისთანავე "ფეისბუქის" აქციების ფასმა 1,8 პროცენტით მოიმატა.
უმსხვილესი სოციალური ქსელის ანალიტიკოსები წინასწარ ვარაუდობდნენ, რომ დაახლოებით 5 მილიარდამდე ჯარიმის გადახდა მოუწევდათ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები