"პირველი ქალი იქნება, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს" - ურსულა ფონ დერ ლეიენი ევროკომისიის პრეზიდენტად აირჩიეს
17-07-2019
"პირველი ქალი იქნება, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს" - ურსულა ფონ დერ ლეიენი ევროკომისიის პრეზიდენტად აირჩიეს
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლეიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე აირჩიეს. კენჭისყრა ევროპარლამენტში ჩატარდა. მემარცხენე-ცენტრისტი პოლიტიკოსი ჟან კლოდ იუნკერს 1 ნოემბრიდან ოფიციალურად ჩაანაცვლებს.

იგი პირველი ქალი იქნება, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს. კენჭისყრის დროს მას მხარი ევროპარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტმა დაუჭირა. ურსულა ფონ დერ ლეიენს 374 ხმა სჭირდებოდა, თუმცა, მას 383-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი.

"ნდობა რომელიც მე გამომიცხადეთ არის ნდობა ევროპისადმი. ჩემი მუშაობა იწყება ამ წუთიდან. მოდით ვიმუშავოთ ერთად კონსტრუქციულად ",
- განაცხადა მან კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

ურსულა ფონ დერ ლეიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტს ხუთი წლის განმავლობაში დაიკავებს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით