აშშ კონგრესმა ტრამპის რასისტული განცხადება დაგმო
აშშ კონგრესმა ტრამპის რასისტული განცხადება დაგმო
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადება დაგმო. პრეზიდენტმა თავის "ტვიტერში" ოთხ ფერადკანიან დემოკრატ კონგრესმენ ქალს საკუთარ სამშობლოში დაბრუნება და იქ წესრიგის დამყარებაში მონაწილეობის მიღება ურჩია. ამ ოთხი კონგრესმენიდან სამი ამერიკაშია დაბადებული და ერთიც 12 წლის ასაკშია ჩასული.

რეზოლუცია კონგრესმა 240 ხმით 187-ის წინაღმდეგ მიიღო. მას მხარი დაუჭირეს დემოკრატებმა და მხოლოდ ოთხმა რესპუბლიკელმა, რომლებმაც პარტიიის პოზიცია და ტრამპის მოწოდება არ გაითვალისწინეს.
რეზოლუციაში ტრამპის გამონათქვამი დაგმეს "რასისტული შენიშვნის გამო, რომელიც ლეგიტიმურს ხდის მზარდ შიშს და სიძულვილს ახალი ამერიკელების და არათეთრკანიანი ადამიანების მიმართ".

კონგრესის რეზოლუცია სიმბოლურია და მას იურიდიული ძალა არ ექნება.

თავად ტრამპმა თავის განცხადებებში რასისტული კონტექსტი უარყო.

ამ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები