აშშ კონგრესმა ტრამპის რასისტული განცხადება დაგმო - კვირის პალიტრა

აშშ კონგრესმა ტრამპის რასისტული განცხადება დაგმო

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადება დაგმო. პრეზიდენტმა თავის "ტვიტერში" ოთხ ფერადკანიან დემოკრატ კონგრესმენ ქალს საკუთარ სამშობლოში დაბრუნება და იქ წესრიგის დამყარებაში მონაწილეობის მიღება ურჩია. ამ ოთხი კონგრესმენიდან სამი ამერიკაშია დაბადებული და ერთიც 12 წლის ასაკშია ჩასული.

რეზოლუცია კონგრესმა 240 ხმით 187-ის წინაღმდეგ მიიღო. მას მხარი დაუჭირეს დემოკრატებმა და მხოლოდ ოთხმა რესპუბლიკელმა, რომლებმაც პარტიიის პოზიცია და ტრამპის მოწოდება არ გაითვალისწინეს. რეზოლუციაში ტრამპის გამონათქვამი დაგმეს "რასისტული შენიშვნის გამო, რომელიც ლეგიტიმურს ხდის მზარდ შიშს და სიძულვილს ახალი ამერიკელების და არათეთრკანიანი ადამიანების მიმართ".

კონგრესის რეზოლუცია სიმბოლურია და მას იურიდიული ძალა არ ექნება.

თავად ტრამპმა თავის განცხადებებში რასისტული კონტექსტი უარყო.

ამ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"