"ჩვენ არ მოგვიმზადებია მსოფლიო უფრო მეტი რუსული რაკეტებისთვის"
"ჩვენ არ მოგვიმზადებია მსოფლიო უფრო მეტი რუსული რაკეტებისთვის"
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საშუალო და მოკლე რადიუსზე მოქმედი რაკეტების აკრძალვის შესახებ შეთანხმების გადასარჩენად ცოტა დრო რჩება.

სტოლტენბერგის თქმით, თუ რუსეთი არ დაუბრუნდება შეთანხების შესრულებას 2 აგვისტომდე, ამას წინასწარ გაზომილი და თავდაცვითი პასუხი გაეცემა.

"ჩვენ არ მოგვიმზადებია მსოფლიო უფრო მეტი რუსული რაკეტებისთვის", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, 1987 წელს ხელმოწერილი შეთანხმება აშშ-სა და მაშინდელ საბჭოთა კავშირს შორის კრძალავს მოკლე და საშუალო რადიუსზე მოქმედ რაკეტებს. დონალდ ტრამპმა მიმდინარე წლის თებერვალში
რუსეთი აღნიშნული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. მოსკოვმა ბრალდებები უარყო, თუმცა, მოგვიანებით განაცხადა, რომ აღარ შეასრულებს პირობებს და დაიწყებს ახალი იარაღის სისტემის განვითარებას.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები