ობამამ თავისთავზე აიღო პასუხისმგებლობა - კვირის პალიტრა

ობამამ თავისთავზე აიღო პასუხისმგებლობა

აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართა კონგრესსა და ხელისუფლების ორგანოებში ჩატარებული საერთო ნაციონალური არჩევნებისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია.

წინასწარი შედეგების კომენტირებისას ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ კარგად ესმის ამერიკელთა არჩევანი, რომლებმაც მის თანამოაზრეებს დემოკრატიული პარტიიდან - რესპუბლიკელთა კანდიდატები ამჯობინეს. პრეზიდენტმა, კერძოდ აღიარა, რომ აშშ-ის ბევრ მოქალაქეს გაუცრუა იმედი დემოკრატთა ეკონომიკურმა ინიციატივებმა, რომელსაც მოსალოდნელი შედეგები არ მოჰყვა.

ბარაქ ობამას აზრით, ეკონომიკის აღორძინების ნელმა ტემპმა გავლენა იქონია ამერიკელთა განწყობაზე და რესპუბლიკელთა სასარგებლოდ განაპირობა მათი არჩევანი. როგორც პრეზიდენტი, ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას, - თქვა სახელმწიფოს მეთაურმა.

ობამამ არჩევნები დემოკრატთა სრულ "ჩავარდნად" აღიარა, რაშიც ნაწილობრივ თავადაც არის დამნაშავე. პრეზიდენტის თქმით, ბევრმა დემოკრატმა პოლიტიკოსმა საფრთხის წინაშე დააყენა თავისი კარიერა, როცა მხარი დაუჭირა მის წინააღმდეგობრივ სახელმწიფო გადაწყვეტილებას, კერძოდ, ეკონომიკის და ჯანმთელობის დაცვის სფეროში. "ძალიან ვნანობ ამას", - განაცხადა ბარაქ ობამამ.

აშშ-ის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა ორივე პარტიის ლიდერებთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად ქვეყნის წინსვლის ერთიანი გეგმის შესამუშავებლად, თუმცა ისიც დასძინა - ეს იოლი არ იქნება, რადგან დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს ბევრ საკითხებზე განსხვავებული აზრი აქვთო. პრეზიდენტმა დემოკრატმა ისიც დაურთო - გონიერების ფარგლებში დათმობისათვისაც მზად ვარო.

ბი-ბი-სი, აშშ