ათენში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ათენში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. "ევრონიუსის" ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ათენიდან ჩრდილო-დასავლეთით 23 კილომეტრის დაშორებით, დასახლებულ პუნქტ მაგულასთან დაფიქსირდა.

მაგნიტუდა 5,3 იყო. ეპიცენტრი 12,9 კილომეტრის სიღრმეზე იყო დედამიწის ზედაპირიდან. დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

იყო პანიკა მოსახლეობასა და ტურისტებს შორის. შეფერხებული იყო მობილური კავშირი და გარკვეულ რაიონებში ცოტა ხნით დენი გაითიშა. შედეგად რამდენიმე ადამიანი ლიფტებში გაიჭედა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები