რა ცვლილებები შევა აშშ-ის მოქალაქეობის მისაღებ ტესტში?
20-07-2019
რა ცვლილებები შევა აშშ-ის მოქალაქეობის მისაღებ ტესტში?
ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახური მოქალაქეობის მიღების ტესტს ჩაასწორებს. ამის შესახებ განცხადება იმიგრაციის სამსახურის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. ცვლილებები აშშ-ს ხელისუფლებას მოქალაქეობის მსურველის ცოდნის უკეთ შეფასების საშუალებას მისცემს.

იმიგრაციის შესახებ კანონის 312 მუხლის თანახმად, მოქალაქეობის მაძიებლებს ევალებათ "ინგლისურად წერა-კითხვის ცოდნა“, "აშშ-ს ისტორიის, პრინციპებისა და სახელმწიფო წყობის საფუძვლების ცოდნა“. ცვლილებები ძირითადად ტესტის სალაპარაკო ნაწილს შეეხება და შედეგად მოქალაქეობის მაძიებლის მიერ საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების ცოდნას აშშ-ს შესაბ
ამისი სამსახურები უკეთ შეაფასებენ.

ამ ტესტის საპილოტე ვერსიას მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოცდიან, 2020 წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში კი ოფიციალურად დაამკვიდრებენ პრაქტიკაში.



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით