რა ცვლილებები შევა აშშ-ის მოქალაქეობის მისაღებ ტესტში? - კვირის პალიტრა

რა ცვლილებები შევა აშშ-ის მოქალაქეობის მისაღებ ტესტში?

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახური მოქალაქეობის მიღების ტესტს ჩაასწორებს. ამის შესახებ განცხადება იმიგრაციის სამსახურის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. ცვლილებები აშშ-ს ხელისუფლებას მოქალაქეობის მსურველის ცოდნის უკეთ შეფასების საშუალებას მისცემს.

იმიგრაციის შესახებ კანონის 312 მუხლის თანახმად, მოქალაქეობის მაძიებლებს ევალებათ "ინგლისურად წერა-კითხვის ცოდნა“, "აშშ-ს ისტორიის, პრინციპებისა და სახელმწიფო წყობის საფუძვლების ცოდნა“. ცვლილებები ძირითადად ტესტის სალაპარაკო ნაწილს შეეხება და შედეგად მოქალაქეობის მაძიებლის მიერ საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების ცოდნას აშშ-ს შესაბამისი სამსახურები უკეთ შეაფასებენ.

ამ ტესტის საპილოტე ვერსიას მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოცდიან, 2020 წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში კი ოფიციალურად დაამკვიდრებენ პრაქტიკაში.