უკრაინაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

უკრაინაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

უკრაინაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. არჩევნები შერეული სისტემით მიმდინარეობს: 225 დეპუტატს პროპორციული სიით ირჩევენ, 199-ს კი მაჟორიტარულით.

არჩევნებში 22 პარტია მონაწილეობს. პროცესს 1719 დამკვირვებელი აკვირდება

"ინტერპრესნიუსი"