დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ვინაობა ცნობილია - კვირის პალიტრა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ვინაობა ცნობილია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გახდა. ჯონსონი ოფიციალურად პრემიერის პოსტზე მოვალეობის შესრულებას ხვალიდან შეუდგება.

ჯონსონს ბრიტანეთის მმართველი კონსერვატიული პარტიის დაახლოებით 160 000 წევრიდან 92 153-მა მისცა ხმა. ხმის მიცემა გუშინ დასრულდა.

ბორის ჯონსონი ლონდონის ყოფილი მერია, იგი ბრექსითის მომხრეა და აცხადებს, რომ ქვეყანამ ევროკავშირი 31 ოქტომბრამდე უნდა დატოვოს, თუნდაც შეთანხხმების გარეშე.

მის კონკურენტს საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი წარმოადგენდა. ბორის ჯონსონი ტერეზა მეის ჩაანაცვლებს, რომელიც დღეს მთავრობის სხდომას ბოლოჯერ ხელმძღვანელეობს.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ბორის ჯონსონს "კონსერვატიული პარტიის" ლიდერად არჩევას ულოცავს.

"ვულოცავ ბორის ჯონსონს კონსერვატორების ლიდერად არჩევას - ახლა ჩვენ გვჭირდება ერთობლივი მუშაობა იმისათვის, რომ "ბრექსითი" შევასრულოთ და ჯერემი კორბინს მთავრობაში ყოფნის საშუალება არ მივცეთ. თქვენ ჩემი სრული მხარდაჭერა გექნებათ," - წერს ტერეზა მეი სოციალურ ქსელ "ტვიტერში."

"ინტერპრესნიუსი"