ვინ არის პუტინი "გასაიდუმლოებული" ქალიშვილი და რას წერს მასზე რუსული მედია? - კვირის პალიტრა

ვინ არის პუტინი "გასაიდუმლოებული" ქალიშვილი და რას წერს მასზე რუსული მედია?

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქალიშვილის საქმიანობა ცნობილი გახდა - BBC-ს რუსულენოვანი ბიურო წერს, რომ მარია ვორონცოვა არის კომპანიის თანამფლობელი, რომელიც ჯანდაცვის კერძო საინვესტიციო პროექტის რეალიზაციაში მონაწილეობს. პროექტის მიზანი კიბოსთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდების დამუშავებაა, მისი მხარდამჭერები რუსი მაღალჩინოსნები არიან და ღირებულება 40 მილიარდი რუბლია.

ივლისის დასაწყისში ტელეკომპანია "როსია 1"-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, სახელწოდებით "რუსეთში ბირთვული მედიცინის უნიკალური ცენტრი გაიხსნება". ჟურნალისტების ინფორმაციით, დაწესებულება პეტერბურგთან ახლოს მდებარეობს და ფუნქციონირებას 2021 წელს დაიწყებს. ვორონცოვა კი კომპანია "ნომეკოს" დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრია. პუტინის ოჯახთან დაახლოებულმა პირებმა "ბიბისისთან" დაადასტურეს, რომ მარია ვორონცოვა ნამდვილად რუსეთის პრეზიდენტის შვილია.

ვლადიმერ პუტინს შვილებზე საუბარი არასოდეს უყვარდა. ვორონცოვას ბიოგრაფიის შესახებ დეტალები მისი საკანდიდატო დისერტაციის საშუალებით გახდა ცნობილი. გაგრძელება