სამი ადამიანის მკვლელობისთვის კანადაში 18 და 19 წლის ახალგაზრდებს ეძებენ - ვინ ჩაიდინა მკვლელობები, რომელიც საშინელებათა ფილმის სცენარს ჰგავს
სამი ადამიანის მკვლელობისთვის კანადაში 18 და 19 წლის ახალგაზრდებს ეძებენ - ვინ ჩაიდინა მკვლელობები, რომელიც საშინელებათა ფილმის სცენარს ჰგავს
ფოტო:კემ მაკ­ლე­ო­დი და ბრა­ი­ერ შმე­გელსკი
პოლიციამ კანადაში სამი ცხედარი იპოვა, ეჭვმიტანილი ახალგაზრდები უღრან ტყეში იმალებიან - ამბავი, რომელიც საშინელებათა ფილმის სცენარს ჰგავს

გა­სულ კვი­რას კა­ნა­და­ში, ბრი­ტა­ნე­თის კო­ლუმ­ბი­ის ჩრდი­ლო­ე­თით დამ­წვა­რი გვა­მი იპო­ვეს. პო­ლი­ცი­ამ მსხვერ­პლის ვი­ნა­ო­ბა და­ად­გი­ნა, ის 64 წლის ლე­ო­ნარდ დიკი იყო.

ოთხი დღის შემ­დეგ, და­ახ­ლო­ე­ბით 500 კმ-ს და­შო­რე­ბით კი­დევ ორ ცხე­დარს მი­აგ­ნეს, ავ­სტრა­ლი­ელ-ამე­რი­კელ წყვილს, ლუ­კას ფო­უ­ლერ­სა და ჩინა დისს.

პო­ლი­ცი­ამ და­ად­გი­ნა, რომ სა­მი­ვე მკვლე­ლო­ბა ორმა ახალგაზრდამ ჩა­ი­დი­ნა. 19 წლის კემ მაკ­ლე­ო­დი და 18 წლის ბრა­ი­ერ
შმე­გელსკი
ბო­ლოს პა­ტა­რა ქა­ლაქ გი­ლამ­ში ნა­ხეს - 3 300 კმ-ს და­შო­რე­ბით იმ ად­გი­ლი­დან, სა­დაც პირ­ვე­ლი მკვლე­ლო­ბა მოხ­და.

მოკლული წყვილი

მაკ­ლე­ო­ნი და შმე­გელსკი ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი არი­ან. ისი­ნი პა­ტა­რა ქა­ლაქ პორტ ალ­ბერ­ნი­ში გა­ი­ზარ­დნენ. შმე­გელსკის ბე­ბი­ამ, კე­როლს სტარ­კიმ ჟურ­ნა­ლის­ტებს უთხრა, რომ ბი­ჭებ­მა ქა­ლა­ქი 12 ივ­ლისს და­ტო­ვეს და სამ­სა­ხუ­რის სა­ძებ­ნე­ლად მო­შო­რე­ბით
მდე­ბა­რე უა­ი­თჰორსში წა­ვიდ­ნენ.

ბრა­ი­ე­რის მა­მის, ალან შმე­გელსკის თქმით კი ბი­ჭე­ბი მა­ღა­ზი­ა­ში ღა­მის ცვლა­ში მუ­შა­ობ­დნენ, რომ მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის ფული მო­ეგ­რო­ვე­ბი­ნათ.

"ისი­ნი სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ფერს ერ­თად აკე­თებ­დნენ,“ - ამ­ბობს ალან შმე­გელსკი გა­მო­ცე­მას­თან Vancouver Sun.

მო­ზარ­დე­ბი რამ­დე­ნი­მე დღის წინ ნაც­რის­ფე­რი "ტო­ი­ო­ტა­თი“ შე­ნიშ­ნეს ჩრდი­ლო­ეთ სას­კა­ჩე­ვან­თან. პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი პა­ტა­რა ქა­ლაქ გი­ლამ­თან და­ი­ნა­ხეს, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით 1000 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის თქმით, მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია სა­გულ­და­გუ­ლოდ შე­ა­მოწ­მეს, თუმ­ცა ბი­ჭებს ჯერ ვერ მი­აგ­ნეს. ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ხშირ, და­ბუ­რულ ტყე­ში იმა­ლე­ბი­ან, რაც მათ მო­ძებ­ნას არ­თუ­ლებს.

შმე­გელსკის მამა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ბიჭს, სა­ვა­რა­უ­დოდ, სურს, სიკ­ვდი­ლამ­დე ცნო­ბი­ლი გახ­დეს. რო­გორც მან კა­ნა­დურ პრე­სას­თან გა­ნა­ცხა­და, ბიჭს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს და სურს, პო­ლი­ცი­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბი­სას გარ­და­იც­ვა­ლოს. (წყარო)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები