ლუკაშენკო: "ბელარუსი რუსეთს ფულზე არ გაცვლის"
ლუკაშენკო: "ბელარუსი რუსეთს ფულზე არ გაცვლის"
ჩვენ გვინდა კარგი ურთიერთობები დასავლეთ ევროპასთან, საერთოდ ევროპასთან, ევროკავშირთან, აშშ-სთან. მე მესმის რაც არის ევროკავშირი და აშშ, მაგრამ ჩვენ არავითარ შემთხვევაში და არასდროს, არანაირი ფულის სანაცვლოდ, ჩვენს ურთიერთობებს მოძმე რუსეთთან არ გავწყვეტთ, ბელარუსი რუსეთს ფულზე არ გაცვლის, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედგარ რინკევიჩთან შეხვედრისას მინსკში განაცხადა.

მისივე თქმით, ბელარუსში ალმაცერად არ შეხედავენ ქვეყანას, რომელიც მძიმე დროს მათ ყოველთვის მხარში ედგა.

"
ეს ჩვენი რუსეთია, ეს ჩვენი ხალხია, რომლებიც ჩვენ პატივს გვცემენ", - ხაზი გაუსვა ლუკაშენკომ.

მან ყველას მოუწოდა გააცნობიერონ, რომ ბელარუსი სუვერენული სახელმწიფოა.

"ვფიქრობ ასე იქნება ყოველთვის, ყოველ შემთხვევაში სანამ მე პრეზიდენტი ვარ იქამდე ნამდვილად", - დაასკვნა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტმა ამ განცხადებით უპასუხა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვრცელ ინტერვიუს,
რომელიც დღეს დილით გამოქვეყნდა ბელარუსულ პორტალ tut.bu-ში. ამ ინტერვიუში ედგარ რინკევიჩმა ვრცლად ისაუბრა რეგიონში არსებულ საფრთხეებზე და მათ შორის თქვა, რომ რიგას აღელვებს მინსკის და მოსკოვის ინტეგრაციის გაღრმავება.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?