რუსეთში ტყის ხანძრების ფართობმა 3 მილიონ ჰექტარს მიაღწია
რუსეთში ტყის ხანძრების ფართობმა 3 მილიონ ჰექტარს მიაღწია
რუსეთში, ძირითადად ციმბირში, სხვადასხვა ოლქებში არებული ტყის ხანძრების საერთო ფართობი დაახლოებით სამი მილიონი ჰექტარია. ამ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, კვამლმა უკვე მიაღწია ურალის და ვოლგისპირეთის ქალაქებამდე.

"ავიალესოოხრანის" კოსმოსური მონიტორინგის მონაცემებით, ტყის ხანძრები ამჟამად დაფიქსირებულია: ირკუტსკის და ტიუმენის ოლქებში, კრასნოიარსკის, ხაბაროვსკის, პერმის და ბაიკალისპირეთის მხარეებში, იაკუტიაში, ბურიატიაში და იამალო-ნენეცკის ავტონომიურ ოლქში. ხანძრის ყველაზე დიდი ფართობი იაკუტიაშია -1,2 მლნ ჰექტარი. ირკუტსკის ოლქში 1 მილიონი, კრასნოიარსკის მხარეში დაახლოებით 700 ათასი ჰექტარი. ხანძრების
ფართობი იზრდება. "ავიალესოოხრანის" ცნობით, ხანძრების ძირითადი ნაწილი ძნელადმისადგომ ადგილებშია, სადაც ჩაქრობის ღირებულება აჭარბებს შესაძლო ზარალის ოდენობას. ამიტომ, ხანძრებს ებრძვიან მაშინ, როდესაც ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს და ინფრასტრუქტურის ობიექტებს უახლოვდება.

"რუსეთის გრინპისის" ხანძარსაწინააღმდეგო პროგრამის ხელმძღვანელმა გრიგორი კუკსინმა განაცხადა, რომ ეს კატასტროფაა.

"ხანძრის 90%-ზე მეტი ე.წ. კონტროლის ზონებზე
მოდის და ამ ზონებზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ არ ჩააქრონ. ამან გაზარდა ხანძრის ფართობი. ასეთი მიდგომა მოქმედებს 2015 წლიდან. ამ წელს ფორმალურად დააკანონეს პრაქტიკა, რომელიც ისტორიულად ჩამოყალიბდა სიღარიბიდან გამომდინარე - არ არის ფული, არ არის საწვავი, არ არის თვითმფრინავები, რომ გადავისროლოთ მეხანძრეები მოცილებულ ტერიტორიებზე", - განაცხადა კუკსინმა.


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები