"შეშფოთებულები ვართ აშშ-ს გეგმებით, რომელსაც კოსმოსში იარაღის განთავსება სურს"
"შეშფოთებულები ვართ აშშ-ს გეგმებით, რომელსაც კოსმოსში იარაღის განთავსება სურს"
აშშ-ს მიერ კოსმოსში სარაკეტო თავდაცვის სისტემების განთავსება სამხედრო შეიარაღების შეჯიბრის ახალ ეტაპამდე მიგვიყვანს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა BRICS-ის ქვეყნების (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა) საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

"შეშფოთებულები ვართ აშშ-ს გეგმებით, რომელსაც კოსმოსში იარაღის განთავსება სურს და რასაც უკვე ახორციელებს კიდეც. ეს მოქმედება სამხედრო შეიარაღების შეჯიბრის ახალ თვისობრივ ეტაპამდე მიგვიყვანს. როგორც უკვე იცით, ჟენევაში ჩატარებულ კონფერენციაზე, რომელიც განიარაღების საკითხებს შეეხებო
და, რუსეთმა და ჩინეთმა წარადგინეს შეთავაზების პროექტი, რომელიც კოსმოსში შეიარაღების განთავსების აკრძალვას ითვალისწინებს", - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ზოგიერთი ქვეყნის მიერ სამხედრო ბიუჯეტის ზრდა საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას და აზიანებს ათეულობით წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ სტრატეგიულ სტაბილურობას.

"შეშფოთებას იწვევს აშშ-ს მცდელობები დაარღვიოს სარაკეტო თავდაცვის
შეთანხმება და New START-ი (ბირთვული იარაღის შეზღუდვის სტრატეგიული ხელშეკრულება). შემაშფოთებელია ასევე საშუალო და მცირე რადიუსის ბირთვული და კონვენციური რაკეტების შესახებ (INF) ხელშეკრულების გარშემო არსებული გაურკვევლობა. მიუხედავად ჩვენი შეთავაზებისა მისი გაგრძელების შესახებ, ვაშინგტონისგან პასუხი ჯერ-ჯერობით არ მიგვიღია", - განაცხადა ლავროვმა.

ინფორმაციას სააგენტო Tass-ი ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?