მოსკოვში ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რიცხვი გაიზარდა - არიან დაშავებულები - კვირის პალიტრა

მოსკოვში ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რიცხვი გაიზარდა - არიან დაშავებულები

მოსკოვში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციაზე რამდენიმე პირი დაშავდა. არაოფიციალური ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 350-ზე მეტია, თუმცა პოლიცია აცხადებს, რომ ამ დროისთვის 295 ადამიანია დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში უკვე ორი კვირაა საპროტესტო აქციები იმართება. მათი მონაწილეები მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატების მონაწილეობის აკრძალვას აპროტესტებენ.

იხილეთ პირდაპირი ეთერი

"ინტერპრესნიუსი"