ევროკავშირი მოსკოვში განვითარებულ მოვლენებს გმობს - კვირის პალიტრა

ევროკავშირი მოსკოვში განვითარებულ მოვლენებს გმობს

ევროკავშირი მოსკოვში მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებას გმობს. როგორც ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის პრესსპიკერის მაია კოსიანჩიჩის განცხადებაშია აღნიშნული, ევროპა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე აღებულ ვალდებულებებს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამის მიხედვით ჩაატაროს.

„მოსკოვში 1000-ზე მეტი მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავეს, მათ შორის ცნობილი ოპოზიციონერები და ჟურნალისტები. ისინი თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს ითხოვდნენ. მოსკოვში დაკავებები და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულად გამოყენება, კიდევ ერთხელ სერიოზულად უთხრის ძირს გამოხატვის და შეკრებების ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ეს ფუნდამენტური უფლებები უზრუნველყოფილია რუსეთის კონსტიტუციით და ჩვენ ველოდებით რომ მათ დაიცავენ“, - წერია მაია კოსიანჩიჩის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"