ივან ვოლინკინი, რომელსაც გრიგორ კარასინის შემცვლელად ასახელებენ, საქართველოში პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული - კვირის პალიტრა

ივან ვოლინკინი, რომელსაც გრიგორ კარასინის შემცვლელად ასახელებენ, საქართველოში პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული

ივან ვოლინკინი, რომელსაც რუსული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გრიგორ კარასინის შემცვლელად ასახელებს, საქართველოში პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული.

ვოლინკინი 2007 წელს საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ კიდევ ორ რუს დიპლომატთან ერთად, ქვეყნიდან გააძევა. საქმე ეხება ე.წ. "ჯაშუშობის საქმეს“, რომლის ფარგლებში 2007 წელს ოპოზიციის მაშინდელ რამდენიმე ლიდერზე საქმე აღიძრა.

დღეს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გრიგორ კარასინი თანამდებობას ტოვებს და მის შემცველად რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, რომელთა შორის პრიორიტეტი შესაძლოა, ივან ვოლინკინს მიენიჭოს.

"ინტერპრესნიუსი"