მოსკოვში აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 346 -მდე გაიზარდა, მათ შორის არიან ჟურნალისტები და უცხოელი ტურისტი - კვირის პალიტრა

მოსკოვში აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 346 -მდე გაიზარდა, მათ შორის არიან ჟურნალისტები და უცხოელი ტურისტი

მოსკოვში აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 346 -მდე გაიზარდა, მათ შორის არიან ჟურნალისტები და უცხოელი ტურისტი.

სამართალდამცავებმა პუშკინის მოედანი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაწმინდეს. მოედანს ამ დროისთვის პოლიციის კორდონი იცავს. აქციის მონაწილეებმა ბულვარებისკენ გადაინაცვლეს.

აქციის დაშლისას დაშავდა "ბი-ბი-სის" კორესპონდენტი პიოტრ კოზლოვი. ხოლო ტელეარხ "დოჟდის" კორესპონდენტი ვლადიმირ რომენსკი და "ვედომოსტის" კორესპონდენტი ელენა ვავინა დააკავეს. პუშკინის მოედანზე ასევე დააკავეს უცხოელი ტურისტი. მოედან "ტრუბნოიზე" დააკავეს "კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" გამოძიების განყოფილების ხელმძღვანელი, გიორგი ალბუროვი. აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც ველოსიპედით იყო, ველოსიპედიანად ჩასვეს პოლიციის ავტობუსში.

"ინტერპრესნიუსი"