"ადამიანები გარბოდნენ, რამდენიმე ტყვიისგან ჩემ თვალწინ მოიცელა და დავარდა" - რას ჰყვებიან ტეხასის სასაკლაოს თვითმხილველები?
"ადამიანები გარბოდნენ, რამდენიმე ტყვიისგან ჩემ თვალწინ მოიცელა და დავარდა" - რას ჰყვებიან ტეხასის სასაკლაოს თვითმხილველები?
ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოს სავაჭრო ცენტრ "ვალმარტში" მოქალაქეებს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაიჭრა.

სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა მამაკაცი, რომელიც სავაჭრო ცენტრში მომწყობილ სასაკლაოშია ბრალდებული. კადრებზე აღბეჭდილია, როგორ შედის შენობაში ავტომატით შეიარაღებული მამაკაცი, რომელსაც ყურსასმენები უკეთია.

მან ცეცხლი ადგილობრივი დროით დილიდ 10 საათზე გახსნა, როდესაც სავაჭრო ცენტრი სავსე იყო მოვაჭრეებით, რომლებიც სასკოლო ნივთებს ყიდულობდნენ. ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანები სხვადასხვა ასაკის არიან.


დაკავებული 21 წლის თეთრკანიანი ახალგაზრდაა,
რომლის ვინაობასაც პოლიცია არ ახმაურებს. თუმცა ამერიკული მედიის ინფორმაციით, ის პატრიკ კრუსიუსია.

ელ-პასოს პოლიციის შეფის გრეგ ალენის განცხადებით, დანაშაული ჩადენილია სიძულვილის ნიადაგზე.

სოცქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ გამორბიან ადამიანები სავაჭრო ცენტრიდან. თვითმხილველების თქმით, პანიკის დაწყების შემდეგ სროლა უფრო ინტენსიური გახდა.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაღუპულების
ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
როგორც პრეზიდენტი "ტვიტერზე" წერს, არანაირი მიზეზი არ არსებობს იმისათვის, გაამართლო უდანაშაულო ადმიანების მკვლელობა.

სამართალდამცავთა თქმით, ისინი სროლის შესახებ ინფორმაციის მიიღებიდან  6 წუთში იყვნენ შემთხვევის ადგილზე.


თვითმხილველი ქალბატონი კიანა ლონგი, რომელიც სროლის დროს მეუღლესთან ერთად იყო, ამბობს, რომ ხალხი პანიკამ მოიცვა. "საშინელება ხდებოდა, ადამიანები უმისამართოდ გარბოდნენ, რამდენიმე მათგანი ტყვიისგან მოიცელა და იატაკზე ჩემ თვალწინ დავარდა. მე და ჩემმა მეუღლემ საწყობს შევაფარეთ თავი..."


"სპორტულ მაღაზიაში შვილებთან ერთად ვიყავი, როდესაც პატარა ბიჭუნამ მოიბინა და ყვიროდა "ვალმარტში" სროლა დაიწყოო, თავდაპირველად არ დავუჯერეთ, თუმცა მალევე უწყვეტი სროლის ხმა ჩვენც გავიგონეთ, მივხვდი, რომ სასწრაფოდ უნდა გამერიდებინა ბავშვები იქაურობას..." - ჰყვება კიდევ ერთი თვითმხილველი.
maxo
04 აგვისტო 2019 20:42
გიგუშ ძალიან ბევრიგიპნოზიორი მუშაობს, შენ ტუ იცი რომ ამა წლის 1 იანვრიდან ეს უკვე 251-ე ჩატარებული გიპნოზია(როგორც შენ გვიხსნი) ნამეტანი ხომ არ არის?.
ადამიანი
04 აგვისტო 2019 18:43
დარწმუნებულო ვარ უმრავლესობა კომენტარებისა ამერიკაში ნამყოფები არ არიან და წარმოდგენა არა აქვთ არც თავისუფლებაზე და არც კანონის უზენაესობაზე. ეს რაც მოხდა კრიმანალია და რეებს წერთ? ამართლებთ თუ ამტყუნებთ? აზრსაც ვერ გაიგებს კაცი. წარმოიდგინეთ რომ საქართველოში, ვიღაცამ დახოცა ხალხი პროტესტის ნიშნად, რომ უცხოელები არ უნდა შემოდიოდნენ საქართველოში. და რას დაწერთ მაინტერესებს?
თბილისელი
04 აგვისტო 2019 17:33
სამი კომენტარია და სამივე ცინიკური. თან ბოდვაც ახლავს.
ვთპუ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა