"ადამიანები გარბოდნენ, რამდენიმე ტყვიისგან ჩემ თვალწინ მოიცელა და დავარდა" - რას ჰყვებიან ტეხასის სასაკლაოს თვითმხილველები? - კვირის პალიტრა

"ადამიანები გარბოდნენ, რამდენიმე ტყვიისგან ჩემ თვალწინ მოიცელა და დავარდა" - რას ჰყვებიან ტეხასის სასაკლაოს თვითმხილველები?

ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოს სავაჭრო ცენტრ "ვალმარტში" მოქალაქეებს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაიჭრა.

სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა მამაკაცი, რომელიც სავაჭრო ცენტრში მომწყობილ სასაკლაოშია ბრალდებული. კადრებზე აღბეჭდილია, როგორ შედის შენობაში ავტომატით შეიარაღებული მამაკაცი, რომელსაც ყურსასმენები უკეთია.

მან ცეცხლი ადგილობრივი დროით დილიდ 10 საათზე გახსნა, როდესაც სავაჭრო ცენტრი სავსე იყო მოვაჭრეებით, რომლებიც სასკოლო ნივთებს ყიდულობდნენ. ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანები სხვადასხვა ასაკის არიან.

დაკავებული 21 წლის თეთრკანიანი ახალგაზრდაა, რომლის ვინაობასაც პოლიცია არ ახმაურებს. თუმცა ამერიკული მედიის ინფორმაციით, ის პატრიკ კრუსიუსია.

ელ-პასოს პოლიციის შეფის გრეგ ალენის განცხადებით, დანაშაული ჩადენილია სიძულვილის ნიადაგზე.

სოცქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ გამორბიან ადამიანები სავაჭრო ცენტრიდან. თვითმხილველების თქმით, პანიკის დაწყების შემდეგ სროლა უფრო ინტენსიური გახდა.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. როგორც პრეზიდენტი "ტვიტერზე" წერს, არანაირი მიზეზი არ არსებობს იმისათვის, გაამართლო უდანაშაულო ადმიანების მკვლელობა.

სამართალდამცავთა თქმით, ისინი სროლის შესახებ ინფორმაციის მიიღებიდან  6 წუთში იყვნენ შემთხვევის ადგილზე.

თვითმხილველი ქალბატონი კიანა ლონგი, რომელიც სროლის დროს მეუღლესთან ერთად იყო, ამბობს, რომ ხალხი პანიკამ მოიცვა. "საშინელება ხდებოდა, ადამიანები უმისამართოდ გარბოდნენ, რამდენიმე მათგანი ტყვიისგან მოიცელა და იატაკზე ჩემ თვალწინ დავარდა. მე და ჩემმა მეუღლემ საწყობს შევაფარეთ თავი..."

"სპორტულ მაღაზიაში შვილებთან ერთად ვიყავი, როდესაც პატარა ბიჭუნამ მოიბინა და ყვიროდა "ვალმარტში" სროლა დაიწყოო, თავდაპირველად არ დავუჯერეთ, თუმცა მალევე უწყვეტი სროლის ხმა ჩვენც გავიგონეთ, მივხვდი, რომ სასწრაფოდ უნდა გამერიდებინა ბავშვები იქაურობას..." - ჰყვება კიდევ ერთი თვითმხილველი.