რას წერდა დანაშაულის ჩადენამდე, 21 წლის პატრიკ კრუსიუსი, რომელიც ელ-პასოს სავაჭრო ცენტრში 20 ადამიანის მკვლელობაშია ბრალდებული - კვირის პალიტრა

რას წერდა დანაშაულის ჩადენამდე, 21 წლის პატრიკ კრუსიუსი, რომელიც ელ-პასოს სავაჭრო ცენტრში 20 ადამიანის მკვლელობაშია ბრალდებული

ტეხასელმა მსროლელმა 21 წლის პატრიკ კრუსიუსმა, რომელიც ელ-პასოს სავაჭრო ცენტრში 20 ადამიანის მკვლელობაშია ბრალდებული, დანაშაულის ჩადენამდე მანიფესტი გამოქვეყნა. ამის შესახებ Washington Post - ი იუწყება.

"ტვიტერის“ გვერდზე კრუსიუსი მხარდაჭერას უცხადებს პირს, რომელმაც მიმდინარე წლის მარტში ახალ ზელანდიაში ორი მეჩეთის მრევლი დაცხრილა. ამას გარდა, კრუსიუსი აცხადებს, რომ თავისი ქმედებებით თავისი ქვეყნის დაცვას ცდილობს "უცხოური შემოტევისგან", რომლის გამოც აშშ-ს კულტურა და ეკონომიკა ზარალდება.

ამ დროისთვის კრუსიუსის აკაუნტი დაბლოკილია.

"ინტერპრესნიუსი"